სამართალი
საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სერგო ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინის ჩხრეკისას „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით სერგო ა-ს ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.