პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი კორეის ელჩს შეხვდა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან, კიმ ჩანგგუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. პრემიერ–მინისტრმა კიმ ჩანგგუს წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში, საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.