პოლიტიკა
„ქართველების ეს ბანდა უკრაინაში გასტროლებზეა ჩამოსული და საქართველოში არჩევნებისთვის ფულს აგროვებს!“

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი დიმიტრი გოლუბოვი სააკაშვილს, მის გუნდსა და შსს-ს ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელ გია ლორთქიფანიძეს კორუფციაში სდებს ბრალს.

როგორც უკრაინელმა დეპუტატმა კვირის პალიტრასთან აღნიშნა, შესაბამისი მტკიცებულებები უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე წარუდგინა.

 „არცთუ დიდი ხნის წინ, ოდესაში, ბიზნესმენებმა, მეომართა რეაბილიტაციისთვის საქველმოქმედო ფონდი შექმნესფონდში ჩარიცხული თანხა ომში დაჭრილთა რეაბილიტაციას, პროთეზების შეძენასა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის ბინის შეძენას უნდა მოხმარებოდა. დღემდე ფონდი მხოლოდ სააკაშვილისა და მისი გუნდის გართობას ემსახურება. ქართველების ეს ბანდა უკრაინაში გასტროლებზეა ჩამოსული და საქართველოში არჩევნებისთვის ფულს აგროვებს.

 “მიხო სასწაულმოქმედსუკრაინიდან წასვლა მალე მოუწევს, ჩვენ კი რა დაგვრჩება? გაფლანგული ფული, კორუფციული გარიგებები და სირცხვილი, რომელსაც უკრაინის მმართველ გუნდს მიაწერენ. საერთოდ, ბიზნესის დატერორების სქემა უკრაინაშიმიშკა იაპონჩიკმადაამკვიდრა, რასაცმიშკა ქართველიწარმატებით აგრძელებს. რაც საქართველოში წლების განმავლობაში ხდებოდა, უკრაინაშიც ანალოგიური მეორდება. კიევის პოლიტიკურ ელიტაში ყველაფერი იციან. უკრაინის რადაში უკვე დიდი ხანია იციან, რომ სააკაშვილი მხოლოდ ტელევიზორში ბაქიბუქობს და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯს ირგებს, რეალურად კი, ყველაზე დიდ კორუფციონერად თავად ჩამოყალიბდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედია, მაგრამ მისი ზღაპრები მალე საპნის ბუშტივით გასკდება. სააკაშვილი მეომრების ფულით ბანკეტებს აწყობს, მეგობრებისთვის ძვირად ღირებულ ავტომობილებს ყიდულობს, იტალიიდან და თბილისიდან მომღერლებს იძახებს და საკუთარი პიარისთვის ჯარისკაცების პროთეზებისთვის განკუთვნილ თანხებს ფლანგავს. კერძოდ, ფონდიდან 190 000 გრივნა სასტუმრობრისტოლშიფურშეტისთვის დაიხარჯა, ტელეკომპანიაინტერშისამი დღის მანძილზე სააკაშვილის პირადი პიარისთვის 3 მილიონი გრივნა გადაირიცხა, მეტიც, ოთხი მილიონი გრივნით შეიძინეს 6 ავტომობილირეფორმატორებისკორტეჟისთვის. 30 000 საწვავში დაიხარჯა; ფონდის ფულით შეიძინეს სააკაშვილის პირადი მცველების გიორგი რუბაშვილისა და გიორგი ცინცაძის თვითმფრინავის ბილეთებიც. 31 ოქტომბერს ჯარისკაცების პროტეზისთვის განკუთვნილი ფულით რომიდან სტამბოლის გავლით ოდესაში ჩამოიყვანეს მომღერალი სოფო ნიჟარაძე, 3 ნოემბერს ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ჩამოფრინდა ოდესაში იმავე ფონდის სახსრებით. სააკაშვილი საქველმოქმედო ფონდს ძარცვავს. ყოველდღიურად ასე ხდება, მაგრამ რაც მთავარია, სამხედროების სარეაბილიტაციო ფონდის ხარჯზე იმგზავრა ოდესის შს სამმართველოს უფროსმა, მილიციის გენერალ-მაიორმა ლორთქიფანიძემ, ეს კი კორუფციული დანაშაულის გამოვლინებაა. ამ ადამიანმა უნდა დაამარცხოს მილიციაში კორუფცია? აბსურდია, სააკაშვილი ბანდიტია, მისი გუნდის წევრები კირეკეტიორები“, – აცხადებს დიმიტრი გოლუბოვი.

http://marshalpress.ge