პოლიტიკა
„საქართველო სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს“ - იან კელი

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის საქართველოში შემოსვლის ფაქტს საქართველოში აშშ–ის ელჩი იან კელი ეხმაურება.

 "პროექტი ითვალისწინებს კავშირის უზრუნველყოფას ევროპასა და ჩინეთს შორის, ხოლო საქართველოს ამ კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია. თანამედროვე ეკონომიკა თავისი ბუნებრით გლობალური ხასიათისაა. ისეთი გადამზიდავი კომპანიები, როგორიც არის "DHL", "ფედექსი" ეძებენ და დაინტერესებული არიან ახალი, სწრაფი სამარშრუტო გზების არსებობაში – ჩინეთსა და დასავლეთს, დასავლეთსა და ჩინეთს შორის. ეს საქართველოს განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს", - განაცხადა იან კელიმ.