პოლიტიკა
„მოსკოვი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ!“ - მარგველაშვილი

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პირველ ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა ირანულ მხარესთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკის აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 „სამწუხაროდ, მოსკოვი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.