აქტუალური
„მაშინ გამოძიებამ არ მიიღო ზომები რეალობის დასადგენად“ – შოთაძე

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. „ყველაფრის გაკეთება თავიდან გვიწევს“, – ამბობს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ზურაბ ჟვანიას ძირითადი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

 „კონკრეტული პირების მიმართ უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა გეთანხმებით, რომ ეს საკმარისი არ არის. საბოლოოდ უნდა გაეცეს პასუხი, იმ ავადსახსენებელ დღეს რა მოხდა საბურთალოს ქუჩაზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი დროა გასული, იმდროინდელმა გამოძიებამ არ მიიღო ყველა ზომა, რომ რეალობა დადგენილიყო. პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება თავიდან გვიწევს. ეს არის ძალიან რთული და დროში გაწელილი პროცედურები“, – აცხადებს ირაკლი შოთაძე.