აქტუალური
რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო პროცესში ჩარევას ემიჯნება

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელში  ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „მაშინ როცა ქართული რაგბი მსოფლიოს ასპრეზზე ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება, რაც წლების მანძლზე დაგვიგროვდა, ქართული რაგბის მომავალს უნდა მოვახმაროთ. 20 დეკემბერს ქართული სარაგბო ოჯახი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს, მომდევნო 4 წლის მანძილზე. მინდა განვაცხადო, რომ ვემიჯნები საარჩევნო პროცესში ყველანაირ ჩარევას და ეს, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც დავაფიქსირე. გამგეობის წევრებმა, მათ შორის მე, ოფიციალურ წერილზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს. მაქვს იმედი, რომ საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით - კეთილსინდისიერად ჩაივლის",- წერს, კერძოდ, აბუსერიძე.