საზოგადოება
არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ „ნაცმოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა გამოიძიონ

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაცხრილვას ახმაურებიან.

 „2015 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლის შედეგად დამსხვრეულია ოფისის ფანჯრის მინები, დაზიანებულია კედლები და საოფისე ავეჯი.

 „სამართლიანი არჩევნებისკოორდინატორი ესაუბრა ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს პარტიის ლიდერს, ლევან ბაღაშვილს, რომლის განცხადებითაც ოფისის დაცხრილვა ღამის საათებში მოხდა და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ამავე შენობაში განთავსებულია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა კედელაშვილის ოფისი.

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისებზე თავდასხმის შემთხვევები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშიც დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში თავს დაესხნენ და დააზიანეს პარტიის ოფისები. რიგ შემთხვევაში, აჭედეს შენობის კარი და შეღებეს ოფისის ფასადები.

 მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ ამ და სხვა ძალადობრივი ინციდენტების სწრაფი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება",-ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში, რომელსაც ხელს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აწერენ.