სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“ - პოლიტიკური ამნისტიის დისკრედიტაცია საარჩევნო კამპანიის ნაწილი ხდება

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები 2012 წლის დეკემბერში, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულთა საქმეების მიმართ მიმდინარე საჯარო დისკუსიას ეხმაურება.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, კამპანია, რომელიც პატიმართა საქმეების ანგარებით ლობირების არსებობას ეხება, ცდება საკითხის მიმართ ჯანსაღი კრიტიკის საფუძვლებს.

 მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია მიზანმიმართული ცილისწამება და სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება ადამიანების მიმართ, რომლებმაც 2012 წლის დეკემბერში, სისტემური დანაშაულებების ჩადენის დამადასტურებელი პირველი დოკუმენტი შექმნეს. 2012 წლის 28 დეკემბერს, პარლამენტის მიერ მიღებულიამნისტიის შესახებსაქართველოს კანონის მიღებით, ცალსახად აღნიშნა ის გარემოება, რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები. სახელმწიფომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1900 (2012) რეზოლუციაზე დაყრდნობით, ქვეყანაში პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადა. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი ამნისტიისთვის დღეს სახელის გატეხა, ამნისტიის საკანონმდებლო პროცესში მონაწილე მთავარი ფიგურების დისკრედიტაცია, წარმოადგენს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიჩქმალვის ორგანიზებულ კამპანიას“, – აცხადებს კაიკაციშვილი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ასეთი შედეგები ქვეყანაში ხელსაყრელია მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და წინა ხელისუფლებასთან პოლიტიკური მიზნებით დაკავშირებული სამოქალაქო ჯგუფებისთვის.

 „გვაკვირვებს, მსჯავრდებულთა საქმეების მიმართ შესაძლო ანგარების შესაძლო ფაქტები აქტუალობას რატომ იძენს 2016 წლის დასაწყისში, რას ემსახურება მიმდინარე პროცესი - 2004-12 წლებში, „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და სისტემური დანაშაულებების არარსებობის აზრის დამკვიდრებას თუ ქვეყნის წინაშე, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მოვლენების - ევროინტეგრაციის პროცესი, ჯანდაცვის რეფორმა, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირება, მედია-თავისუფლებისა და ბიზნესზე ჩაურევლობის ფაქტების მიმართ, საზოგადოების შეხედულებების განეიტრალებას“, – აღნიშნავს, კერძოდ, კაიკაციშვილი.