სამართალი
საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გიორგი მ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალბინა ს. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 97 აბი (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ეგრეთ წოდებული ექსტაზი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ალბინა ს–ს ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.