აქტუალური
ხიდაშელს საქმე რუსეთთან საომარი დაპირისპირებისკენ მიჰყავს! – ჯუმბერ კირვალიძე

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს თინა ხიდაშელის განცხადებებს უკავშირებს. როგორც კირვალიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას აგრძელებს და საქმე რუსეთთან საომარი დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

 „რუსეთის ქმედება თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებებმა გამოიწვია. რუსეთს პრობლემა არ აქვს, ჩვენ თუ ევროკავშირში შევალთ. რუსეთს სამხედრო კომპონენტი და NATO-ში ჩვენი გაწევრიანება ადარდებს. მოსკოვი ხიდაშელის განცხადებებმა გააღიზიანა.

 პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ხიდაშელს თავისი განცხადებებით საქმე რუსეთთან საომარი დაპირისპირებისკენ მიჰყავს. ხიდაშელი ზედმიწევნით იმეორებს ბედკრული ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის პოლიტიკას", - განაცხადა კირვალიძემ.