რელიგია
რუისპირში წმიდა ნიკოლოზის ეკლესია განახლდა და გაიხსნა

eklesia-rusipiriთელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის ლოცვა-კურთხევით წმინდა ნიკოლოზის ეკლესია განახლდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წელს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით დაიწყო და წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე საზეიმოდ გაიხსნა. რუისპირის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია XX საუკუნის 30-იან წლებამდე მოქმედი იყო. ალავერდის ეპარქიის XVIII საუკუნის ტაძარი XX საუკუნეში დაინგრა. განადგურებული მონასტრის ეზო, ბაღი და სახლი სოფელ რუისპირის მკვიდრმა, ქველმოქმედმა დავით სეხნიაშვილმა აღადგინა. ამ დროისათვის დასასრულებელია ტაძრის მოხატვა, მოძღვრის სახლის მშენებლობა და მარანი, სადაც ღვინო ტრადიციული მეთოდით დამზადდება. წმიდა ნიკოლოზის ტაძარს სასულიერო პირი, მამა რომანოზი უხელმძღვანელებს. ადგილობრივი მრევლის განცხადებით, სოფელ რუისპირში, ბიზნესმენ დავით სეხნიაშვილის მხარდაჭერით, დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის აღდგენაც იგეგმება.