საზოგადოება
„ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა შეეცვალა სისტემა!“ – ღარიბაშვილი

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. -ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობასაუკეთესო პრაქტიკა  2015"  სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 მოგეხსენებათ სულ რაღაც 2-3 წლის წინ საქართველოში იყო ცენტრალიზებული სისტემა და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და შეცვალა ეს სისტემა, არსებული ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც აღმოჩნდა რომ არ იყოე ფექტური შეგვეცვალა და წავსულიყავით დეცენტრალიზაციის გზით. ამის შედეგი არის ის, რომ ჩვენ გასულ წელს ჩავატარეთ უპრეცენდენტო ადგილობრივი არჩევნები, ავიჩიეთ 59 გამგებელი და 12 მერი, პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ დავსახეთ საკმაოდ ამბიციური გეგმა, ბარიერი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ იყო მართლაც უპრეცენდენტო, ეს იყო 50 %-იანი ბარიერი, რომელიც კანდიდატს უნდა გადაელახა, რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მერი თუ გამგებელი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 "რამდენიმე თვის წინ დავიწყეპროგრამა "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის", რომელიც რეგიონების სტრატეგული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული. რეგიონების ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება  და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის მთავარი მიზანი, რომლის გამოც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ამ პროგრამაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონების გაძლიერებას ასევე ხელს უწყობს გასულ წელს დაწყებული პროგრამა "აწარმოე საქართველოში".

 "ამ პროგრამის დაწყების მთავარი მიზანი მოქალაქეების დასაქმება იყო, დახურული საწარმოების ამოქმედება და რეგიონებში ეკონომიკის გამოცოცხლება. 130-მდე საწარმო ჯამში  350 მლნ ლარის ინვესტიციით დაფინანსდა და დღეისთვის 6700 ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.