რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: 2016 წელს - 2008 წლის 8 აგვისტოს 8 წლისთავზე - ხიდაშელი რუსეთს ახალ პროვოკაციაზე გამოიწვევს!

  ნატოს შემდეგი გაჩერება - «საქართველოა»! - სააკაშვილივით იტრაბახა ხიდაშელმა გასულ ხუთშაბათს, 2015 წლის 10 დაკემბერს,  ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) სიტყვით გამოსვლისას. მე კი ჩემი ბავშვობა და თბილისის მეტრო გამახსენდა - ფრთხილად! კარები იკეტება! შემდეგი სადგური - “ოქტომბერი. დიახ, მაშინ ჩვენ ყველანი უდარდელი ოქტომბრელები ვიყავით…

მერე სისხლისღვრის და ძმათამკვლელი სამოქალაქო ომების ფასად „დამოუკიდებლობა“ მივიღეთ და სადგური ოქტომბერი“ „ნაძალადევი-თ შევცვალეთ, მაგრამ ნაძალადევი დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა - ჯერ სამაჩაბლო და აფხაზეთი დავკარგეთ, დღეს კიდევ „კომკავშირელი“ თინა ძალით ნატოში გვტენის! ხიდაშელი უსინდისოდ გვატყუებს, რომ  სინათლე გვირაბის ბოლოში, თურმე, ნატოს ახალი სადგური „საქართველო“ ყოფილა, სინამდვილეში კი ეს მეტროს მატარებლის შუქებია, რომელიც  დიდი სიჩქარით გვიახლოვდება... და თუ ვისია ეს «მატარებელი» - ქართველები ძალიან მალე გაიგებენ, მაგრამ უკვე გვიანი იქნება...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში, ცდილობს ამერიკა რუსეთს დააჯახოს და ნატო ფაქტის წინაშე დააყენოს. თბილისის დაჩქარებული ჩართულობა ალიანსში ძირს უთხრის მრავალმხრივ მცდელობებს კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისთვის, მათ შორის - ჟენევის დისკუსიის ეფექტურობასაც , -  გვაფრთხილებს ხიდაშელის მეტიჩრული გამოხტომებით გაღიზიანებულმა რუსეთის „მიდ“-ი. და იმავე დღეს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა „MИ - 8“, თურმე, გორის რაიონს ორჯერ გადაუფრინეს - როგორც რუსული საფრონტო ბომბდამშენები „СУ-24“ გამოჩნდნენ თბილისის ცაში 2008 წლის 9 ივლისს, კონდოლიზა რაისის ვიზიტის დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე.

ხიდაშელი დაძაბულობის ესკალაციას გააგრძელებს და 2016 წელს - 2008 წლის 8 აგვისტოს 8 წლის შემდეგ - რუსეთს ახალ პროვოკაციაზე გამოიწვევს, როგორც მაშინ - სააკაშვილი, თუმცა ქართული მხარის მორიგი პროვოკაციით გაღიზიანებული აშშ მაშინდელივით არ ჩაერევა. „ნუ მიდიხარ მანდ, უარი ითხარი, რუსებს გადაწყვეტილი აქვთ თბილისის აღება, ისინი უკვე 40 კილომეტრში არიან!“ -  არწმუნებდა ტელეფონით პრეზიდენტ სარკოზის პრეზიდენტი ბუში  2008 წლის 11 აგვისტოს, ცდილობდა რა მას თბილისსა და მოსკოვში ჩასვლა გადაეფიქრებინა.

მაგრამ ახლა 2008 წელი არ გეგონოთ - რუსეთი „ჟანგიანი“ ტანკებითა და პრეზიდენტი მედვედევით, მითუმეტეს, რომ ხიდაშელიც სააკაშვილი არ არის. დღეს თბილისთან „40 კილომეტრში“ ისლამისტი ტერორისტები დაძვრებიან, ამიტომ ისლამური სახელმწიფოს გამანადგურებელ პუტინს, როგორც გასული საუკუნის 40 - იან წლებში ფაშიზმის გამადგურებელ სტალიანს, წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება! ქართველებისთვის ნატოს კარები  დაიკეტება და ამ კარებში ხიდაშელის თავი მოყვება, საქართველო კი ისევ სადგურ ოქტომბერში დაბრუნდება. 2017 წელს ოქტომბრის რევოლუციიდან 100 წელი გავა, ხოლო 2021 წელს - ყარსის ხელშეკრულების დადების დღიდან. ამ დროისთვის ჩვენ ისევ ოქტომბრელებიგავხდებით, ოღონდ ამჟამად - თურქული  „ოქტომბრელები - თურქეთის ახალ ვილაეთი გურჯისტანისმამულდაკარგული მკვიდრნი!

დიახ, ნატოში საქართველოს არ მიიღებენ, როგორც თურქეთი ევროკავშირში არ მიიღეს, მაგრამ აშშ არ დაკარგავს საქართველოს სტრატეგიულ ტერიტორიას და აზიაში ნატოს ომებში მებრძოლ ქართველ მამლუქებს: ყარსის ხელშეკრულების ამოწურვისას, საქართველოს მასთან სასაზღვრო ნატოს წევრ ქვეყანას - თურქეთს მიაბარებენ, რომ ქართული ტერიტორია, თურქულის მსგავსად, ნავთობის, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდის ტრანზიტულ დერეფნად გადააქციონ!

მოითმენს უფალი, რომ ღვთის წილხვედრი ქვეყანა, აბრეშუმის გზის მაგივრად, კონტრაბანდისტების, ტერორისტების და ჯიჰადისტების გზაზე დადგეს?! არა მგონია.

დანამდვილებით კი ვიცი: რუსეთი, რომელიც მილიარდებს ხარჯავს, რომ ეს ჭირი რუსეთის ტერიტორიაზეც არ გავრცელდეს და მას „შორეულ მისადგომებზე“ - სირიაში ანადგურებს, მეზობელ საქართველოში მის ეპიდემიას ნამდვილად არ დაუშვებს.

P.S. მკითხველმა შეიძლება მკითხოს: „ამერიკელი მარიონეტები - ჯერ სააკაშვილი, და ახლა ხიდაშელი - ვაშინგტონის სურვილის საწინააღმდეგოდ, რატომ უბიძგებენ რუსეთს  საქართველოსთან კონფლიქტისაკენ?“.

ვუპასუხებ: რომ ძალაუფლება საბოლოოდ და სამუდამოდ ხელში ჩაიგდონ - საქართველოში არაპოპულარულ „რესპუბლიკურ პარტიას“ ბოლო დროს ამბიციები და პრეტენზიები გაუჩნდა სახელმწოფოში სამიდან ორ უმაღლეს თანამდებობაზეც - პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის (გარდა პარლამენტის თავჯდომარისა, რომელიც ისედაც მათ აქვთ). ქართველი ხალხისთვის უსიამოვნო, ქართველი ინტელიგენციისთვის მიუღებელ ხიდაშელს კარგად ახსოვს - როგორ მკვეთრად ავარდა სააკაშვილის რეიტინგი უარყოფითი ნიშნულიდან 2008 წელს აგვისტოს პროვოკაციის ხარჯზე. ამიტომ ხიდაშელის ყველა გამოსვლა ამერიკაში თუ ევროპაში გაჟღენთილია ანტირუსული რიტორიკით: „რუსეთი - სახიფათო აგრესორია, რომელიც არ გაჩერდება, თუ მას ნატო არ გააჩერებს! რუსეთი ემუქრება მთელ რეგიონს და არა მარტო საქართველოს! უკრაინის მერე, რუსეთის გეგმებში საქართველოა, ამიტომ რაც შეიძლება ჩქარა ნატოში მიგვიღეთ!“.

თუ რუსეთის წამოკიდება საქართველოსთან კონფლიქტზე გაუვიდა, ხიდაშელი განაცხადებს: „აჰა, ვინ აღმოჩნდა ახლა მართალი?! ხომ ვაფრთხილებდი ამერიკას, რომ რუსეთი საქართველოში შეჭრისთვის ემზადებოდა?! მაგრამ თქვენ არ დამიჯერეთ და ნატოში არ მიგვიღეს!“. მერე მოვლენები ამერიკულ-თურქული სცენარით განვითარდება, რომელზეც ზემოთ უკვე მოგიყევით და რომელშიც რესპუბლიკელები საკვანძო როლს ითამაშებენ.

მაგრამ თუ აშშ-ში ვაი და „ჭამეს“ ხიდაშელის ავანტიურა და საქართველო ნატოში მიიღეს, მაშინ სამშობლოს წინაშე ამ „დამსახურებისთვის“ რესპუბლიკელები  სრულ ხელისუფლებას მიიღებენ, რუსეთი კი - მტერს ნატოელი საქართველოს სახით, მასთან 897,9 კმ საერთო საზღვრით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთების ჩათვლით (365 კმ მათ გარეშე) და 22,4 კმ საზღვაო საზღვრით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 14 დეკემბერი
საქართველო, თბილისი