აქტუალური
პროექტის ფარგლებში იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დღენაკლულ ახალშობილებში რეტინოპათიის სამკურნალო ქირურგიული აპარატურა გადაეცემა (პროექტის ღირებულება 85,680 აშშ დოლარი). ასევე, დაგეგმილია თბილისში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულება 102,620 აშშ დოლარი) და სამი რაიონის გაწმენდა ნაღმებისგან; იგი ითვალისწინებს როგორც საჭირო ტექნიკის მიწოდებას, ასევე განაღმვის მიმდინარე ხარჯების დაფარვას.
ცერემონიას დაესწრება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა და წარმომადგენლები პროექტთან დაკავშირებული სამინისტროებიდან.