აქტუალური
დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით მორიგი აუქციონი გაიმართება.
აუქციონზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში თერმული წყლის საბადოს მოპოვების ლიცენზიაა გატანილი. მისი საწყისი გასაყიდი ფასია 500 000 ლარი, მოქმედების ვადა – 25 წელი. ლიცენზიის მფლობელმა ბუნებრივი რესურსით სარგებლობისთვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნები უნდა დაიცვას. გამარჯვებულად ის მაძიებელი ჩაითვლება, რომელიც აუქციონის პირობებს დააკმაყოფილებს და სახელმწიფოს ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს.