საზოგადოება
დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგის“ დახურვის მოთხოვნით ტელევიზიასთან აქცია გაიმართება

saz-mauwyebeliდღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოება“ და „არა“ დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგის“ დახურვის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც მოძრაობის „მამული, ენა, სარწმუნოება“ დამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა საქინფორმს განუცხადა, მოითხოვენ, შეწყდეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიერ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია.

„ჩვენ ვაპროტესტებთ სამ საკითხს: დავით პაიჭაძის გადაცემას და მოვითხოვთ მის დახურვას. მოვითხოვთ წინა ხუთშაბათის გადაცემის გაგრძელებას და საპირისპირო და კომპეტენტურ პირთა (საპატრიარქოდან) დაპატიჟებას. ასევე, შეწყდეს ეკლესიისა და მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია,“– აღნიშნა საქინფორმთან საუბარში ლადო სადღობელაშვილმა.