უცხოეთი
თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხ "როსია 1"–ის გადამღები ჯგუფი დააკავა

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხ რასია 1–ის (Россия 1) გადამღები ჯგუფი დააკავა, რამდენიმე საათიანი დაკითხვისა და შემოწმების შემდეგ მათი დეპორტაცია მოხდა.

დაკავების მომენტში გადამღები ჯგუფი სირიის სასაზღვრო ქალაქ ჰატაიაში იმყოფებოდა.

როსიას კორესპოდენტი ალექსანდრე ბუზალაძე ყვება, რომ მათ სასაზღვრო ქალაქში ჩასვლის დროს უთვალთვალებდნენ, ხოლო უშუალოდ საზღვარზე მისვლისას კი დაკავება მოხდა.

შემთხვევას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების დაკავების ფაქტით იქნება შთაბეჭდილება, რომ ანკარას შეეშინდა თურქეთ-სირიის საზღვარზე მათთვის არასასურველი ფაქტების გამოაშკარავება არ მომხდარიყო.