აქტუალური
„ივანიშვილმა №1 პირველ სტრატეგიულ პარტნიორად ისურვა რესპუბლიკური პარტია

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი.პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის აზრით კოალიცია ქართული ოცნება არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს და დაგეგმოს თავისი მუშაობა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობის გარეშე.

"ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავიდეთ და ვუპასუხოთ იმაზე თუ რა გავაკეთეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, და თუ რამე ვერ გავაკეთეთ, რატომ ვერ გავაკეთეთ ამაზე უნდა გვქონდეს დამაჯერებელი პასუხები, ჩვენ აქ აღარ გამოგვადგება საუბარი იმაზე, რომ ოთხი წლის წინ 9 წლის განმავლობაში საქმე იყო ცუდად. კოალიცია არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშილი, ამასთანავე ბიძინა ივანიშვილმა ოთხი წლის წინ პოლიტიკური განაცხადის გაკეთებისას ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად ისურვა რესპუბლიკური პარტია. ბიძინა ივანიშვილმა სამწუხაროდ არ გაიზიარა ჩემი რჩევა და იმაზე ადრე დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვიდრე უნდა დაეტოვებინა. ერთი წელი კიდევ უნდა დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს ჩვენ კოალიციურ სისტემასაც, სტრუქტურას მეტად გაამყარებდა... რაც შეეხება მის შესაძლო შემობრუნებას პოლიტიკური ცხოვრებისადმი, ამ ნაწილში მისი პოზიცია, მე რაც ვიცი, არის მტკიცე, რომ ამისი გეგმა და ამის სურვილი არ აქვს. ივანიშვილი ამბობს - თუ დავინახე იმდენად რთულად არის საქმე, იმისთვის რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩავერთო, მზად ვარო. თუმცა, ამბობს, რომ ამის ალბათობას ვერ ხედავს. ეს ნიშნავს, რომ კოალიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს და დაგეგმოს თავისი მზადება ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობის გარეშე", - აღნიშნა, კერძოდ, უსუფაშვილმა.