პოლიტიკა
"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ახალ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ლევან გაჩეჩილაძის ბრიფინგი პარტიის ოფისში დღეს, 16:00 საათისთვის, არის დანიშნული.
ამასთან, "ქართული პარტიის" ლიდერები უზნაძის ქუჩაზე ოფისში უკვე მივიდნენ. შეგახსენებთ, რომ გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” დღეს გამოაქვეყნა მასალა, სადაც ბადრი ბიწაძე ყვება ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალებს, აგრეთვე, საუბრობს ოპოზიციის სხვა ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შესახებ.