საზოგადოება
"მაჟორიტარულ სისტემაზე იმის თქმა, რომ ბოროტება, არასწორია" - ძიძიგური

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობდნენ. ძიძიგურის განმარტებით, ის რომ, ზოგადად, მაჟორიტარული არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უარყოფილია, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ასეთი დასკვნა არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გაუკეთებია. გაეროს წევრ 70 ქვეყანაში არის სუფთა მაჟორიტარული არჩევნები, 68 ქვეყანაში არის პროპორციული არჩევნები და 44 ქვეყანაში - მაჟორიტარულ-პროპორციული არჩევნები. ის რომ გაეროს ქვეყნებს, სადაც მაჟორიტარული სისტემაა, უთხრა, რომ ეს არის უსამართლო, არ მგონია ასეთი ტიპის შეხედულება და დამოუკიდებულება მთლად კვალიფიციური იყოს", - განაცხადა ძიძიგურმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით, იხილავს ცვლილებებს, რომელიც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს. საკითხი კომიტეტის წევრებს ზვიად ძიძიგურმა წარუდგინა.