სამართალი
პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების სახით დ. ალავიძესა და ა. თაბუაშვილს

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ააიპ ,,თბილისის  განვითარების ფონდის’’ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა.

2013 წლის  26  ივლისს, თბილისის მერის ყოფილ მოადგილე დავით  ალავიძესა და თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსან ალექსი თაბუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 – 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს  გირაოს პირობები და თავი აარიდეს სასამართლოში გამოცხადებას. საქართველოს  მთავარმა  პროკურატურამ  იშუამდგომლა მოსამართლის  წინაშე  დავით ალავიძისა და ალექსი თაბუაშვილისათვის აღკვეთის  ღონისძიების სახით  პატიმრობის  შეფარდების თაობაზე.

დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს ბრალად ედებათ 2011-2012 წლებში, ქ. თბილისის მერთან, გიორგი უგულავასთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ კუთვნილი დიდი  ოდენობით  48 900 822 ლარის  მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.

ვინაიდან, დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი იმყოფებიან მიმალვაში, მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.