სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ალექსანდრე .

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 9,8928 გრ კანაფის ფისი და 186 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 22,3744 გრ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ალექსანდრე გ-ს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმს-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.