საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა,
შავლეგ კ. და 1980 წელს დაბადებული პაპუნა ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
პაპუნა ქ-მ ცეცხლსასროლი იარაღები შეიძინა და შავლეგ კ-ს საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა, შავლეგ კ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „ა-კა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „TS 870“-ის მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 38 საბრძოლო ვაზნა, 1 მჭიდი, ხელთათმანები და შავი ფერის ქუდი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.