უცხოეთი
პესკოვმა უკრაინის დეფოლტის დაწყების კონსტატაცია მოახდინა

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც კიევმა უგულებელჰყო რუსეთის წინადადება სუვერენული ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ, უკრაინისთის დეფოლტის სიტუაცია იწყება, განაცხადა რფ–ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„პუტინი ანტალიაში გამოვიდა ამ ინიციატივით, სამწუხაროდ, ჩვენი ვიზავი არ დათანხმდა, სხვა წინადადებები კი რფ–ს არ აქვს. შესაბამისად, საფინანსო და საერთაშორისო ურთიერთობების ყველა ნორმით, რაკიღა ეს სუვერენული ვალია, იწყება დეფოლტი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

დეკემბერში უკრაინამ უნდა დაფაროს 3 მლრდ დოლარის ოდენობის ევრობონდები. ცოტა ხნის წინ რფ–ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას სასამართლოში უჩივლებს იმ შემთხვევაში, თუ ის სრული მოცულობით არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს ევროობლიგაციებთან დაკავშირებით 20 დეკემბერს.