პოლიტიკა
საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – სამუშაო ვიზიტით აშშ-ში

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო ოპოზიციამ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო. გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ირმა ნადირაშვილი შეხვედრებს სენატის და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მართავენ. ისინი უკვე შეხვდნენ სენატორებს კოტონსა და მაკკეინს. მთავარი განსახილველი თემები ნატოსთან ურთიერთობა და ამერიკის, როგორც სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში საქართველოს ინტერესების შენარჩუნებაა.