პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოინახულა

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.

მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების,  რომ  მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.