საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გააკეთა. პრეზიდენტმა გადაცემა "ბარიერში" შეწყალების საკითხზე პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ჩვენ რეალურად გავიარეთ დრამატული დებატის ორი დღე, სადაც მთავარი აქტორი იყო სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა საპატრიარქომ, რითიც ახსნა და საზოგადოებას აჩვენა თავის პოზიცია. მაგრამ ამავე დროს სრულიად დაბნეულმა პოლიტიკურმა პოზიციებმა გვაჩვენა, რომ ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გააზრებული ელემენტარული დეტალები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ის ძირითადი საკიდური ლოდი, რაზეც დგას თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ქართული კონსტიტუციონალიზმი და რომელთანაც თამაში სახელმწიფოებრიობისთვის შესაძლოა სირთულეს წარმოადგენდეს", - განაცხადა გიორგი მარეგველაშვილმა.