სამართალი
გიორგი მღებრიშვილი უილიამ ბრაუნფილდს შეხვდა

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს უფროსთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბრაუნფილდთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შს მინისტრმა ხაზი გაუსვა მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან (INL), რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.

ბიუროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, უწყების განვითარების პროცესში საკუთარი წვლილი მომავალშიც შეიტანონ. მე ამაყი ვარ ჩვენი საერთო მიღწევებით და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს“, - განაცხადა უილიამ ბრაუნფილდმა.