აქტუალური
„ზურას ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრემიერის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, რომელიც უმრავლესობის დეპუტატმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გაკეთა, ძალიან მალე მისი ძმის საქმეში სერიოზული ძვრები მოხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩნდა ფირი, სადაც ზურაბ ჟვანიასთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები ჩანს.

FBI- დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ის ადასტურებს, რომ იქ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია - სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, CO სწორედ არასრული წვის პროდუქტია.

ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, ის გადაიღო შსს-ს ოპერატორმა, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია ჩაკერებული. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვ. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს. ამ დასკვნაში წერია ის, რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება", - განმარტავს გოგლა ჟვანია.