აქტუალური
„სააკაშვილის წასვლის შემდეგ საქართველოს ნატოს მხარდაჭერა შეუმცირდა“- ლუგარი

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხეილ  სააკაშვილმა დატოვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა- ამის შესახებ მან "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა - სააკაშვილმა დატოვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა, შესაძლოა იმიტომ რომ შემცირდა ამერიკასთან კავშირები. ეს ქართველებისთვის სამწუხაროა, ქვეყანას საკმაოდ წარმატებულად მართავენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ არიან, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით მათ დიდი პრობლემები აქვთ და ყოველთვის ექნებათ. შესაძლოა საქართველოში პოლიტიკა ნატოსთან უფრო მყარი კავშირებისკენ ისევ შეიცვალოს, მაგრამ ეს აქამდე ბევრი მიზეზის გამო არ მომხდარა”,- ამბობს ლუგარი.