სამართალი
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით,  წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომერ . და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უსუფ . დააკავეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე ლეილა . სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბათუმში, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.