სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ფორე . თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ფორე ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდითა და 197 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.