სამართალი
მას, ვინც ქარდავას პოლიციაში მიიყვანს, ჩერნოვეცკი 150 000$ გადაუხდის

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა, კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოში საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია ბედნიერი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა. ჩერნოვეცკი ხუთი წელია ქობულეთში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.

ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები, ამას უკრაინელი პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწამებლებთან არ ითანამშრომლებს(მხედველობაში ჰყავს მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლის მაღალჩინოსნები მხილებული იქნენ საქართელოში მასობრივი წამებების ორგანიზებაში – საქინფორმი). 

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ასევე, განაცხადა, რომ ის, ვინც მეგის ქარდავას (შსს–ს ექსმაღალი თანამდებობის პირი – საზარელი წამებების ორგანიზატორი და მონაწილე– საქინფორმი) პოლიციაში მიიყვანს, პირადად მისგან საჩუქრად მიიღებს 150 000 აშშ დოლარს. "ვინც მეგის ქარდავას იპოვის და ჩააბარებს პოლიციას, პირადად ჩემგან გადაეცემა 150 000 დოლარი, თუ უფრო მეტს მოითხოვს, მეტსაც გადავუხდი", - განაცხადა ჩერნოვეცკიმ.