აქტუალური
საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. კიევის ყოფილი მერის, ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ ჟურნალისტების–მედიის წარმომადგენლებისთვის ღონისძიება ჩაატარა. ჩერნოვეცკიმ დაადასტურა, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიას – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ქმნის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი ევროპული უნდა იყოს და არა ამერიკული და რუსული, ამავე დროს, ამერიკისგან დემოკრატიულობის თვალსაზრისით ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.
„რუსეთთან დაპირისპირებით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს, საქართველოში ცხოვრების ისეთი დონე უნდა შეიქმნას, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში მოუნდეთ ყოფნა“, -განაცხადა ჩერნოვეცკიმ.