პოლიტიკა
საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. მარჯვენასაჭიანი მანქანების შესაძლო აკრძალვას მოქალაქეები მანქანების ჯაჭვით აპროტესტებენ (ვიდეო იხ. აქ). შეკრება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და აქციაში უკვე 600-მდე მანქანაა ჩაბმული. აქციის მონაწილეები უკიდურეს მარჯვენა ზოლში ჩადგნენ, რათა მოძრაობას ხელი არ შეუშალონ და იუსტიციის სახლიდან გალაქტიონის ძეგლამდე ჯაჭვში მანქანებით ჩაებნენ. მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვის შესახებ შსს-ს ინიციატივა ხვალ პარლამენტში შევა. აქციის მონაწილეები დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ საკანონმდებლო ინიციატივას.