სამართალი
შსს-მ თბილისის მეჩეთში მოხდარი ქურდობა გახსნა

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ელბრუს . ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ფარულად შეაღწია, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატიული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.