პოლიტიკა
„ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – სააკაშვილი

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტიკურად მინდა ვთქვა, რომ ის რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს. იმიტომ, რომ ამით რეალურად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ნსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას“, - ასე განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

თავის მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის გაუქმების საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„ეს გადაწვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებულია რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, მისი დაშინებული, ხავსმოჭიდებული უუნარო ხელისუფლების მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ გზა დამიკეტოს საქართველოს არჩევნებში კენჭისყრისკენ. მე მინდა ყველას შევახსენო, ვინც პარალელს ავლებს ივანიშვილის მოქალქეობის ჩამორთემევასა და დღევანდელ გადაწყვეტილებას შორის - ივანიშვილს, მას შემდეგ რაც მან მიიღო საფრანგეთის მოქალქეობა და შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ერგევე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობის აღება და როცა ამაზე ცივი უარი თქვა, კონსიტუციაც კი შევცვალეთ, რომ არავის არ ეთქვა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ვუშვებთ არჩევნებზე და მივეცით ევროკავშირის მოქალქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩემი სიტუაცია იყო სრულიად განსხვავებული, თავიდანვე მათ თქვეს, რომ მე აუცილებლად დამაპატიმრებდნენ, ეს თქვა მათმა სპონსორმა პუტინმა, მედვედევმა და ეს არაერთხელ თქვა მათ მიერ დაფინანსებულმა და წახალისებულმა ივანიშვილმა. ამ ფონზე მე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს მე წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის, რაც მიდის საქართველოში - ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის, ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, ბრძოლა თავისუფლებისთვის. უკრაინის წარმატება და გადარჩენა დღეს არის სქართველოს მომავლი და გადარჩენა. დღეს რა თქმა უნდა მე და ჩემი მეგობრები აქ ვაკეთებთ ქართულ საქმეს, ვემსახურებით საქართველოს მომავალს, ჩვენს საერთო მომავალს. ამიტომ, მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ვერ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას, ვერავინ ვერ დამაკარგვინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.