სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა - დიღომსა და რუსთავის გზატკეცილზე

saswrafoo2ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს „აუდისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. ორივე მანქანაში ექვსი მგზავრი იმყოფებოდა.

შეჯახების შედეგად სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო „მერსედესის“ სამმა მგზავრმა. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ქალაქის მეოთხე და ღუდუშაურის სახელობის კლინიკებში გადაიყვანეს.

სამივე მათგანს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა, შედარებით მძიმეა ერთის მდგომარეობა. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, მიმდინარეობს მოკვლევა, ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ავარია მოხდა ასევე   თბილისი-რუსთავის გზაზე, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარეკლამო აბრას დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილში მჯდომი ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვი მძიმე დაზიანებებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ის კატასტროფის ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა.

7 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ისევ მძიმეა, თუმცა – სტაბილური. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი კეთდება.