უცხოეთი
პესკოვი ნატოში ჩერნოგორიის შესახებ: ნატოს აღმოსავლეთ ექსპანსია უპასუხოდ არ დარჩება

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, ნატოს აღმოსავლეთ ექსპანსიას არ შეიძლება არ მოჰყვეს საპასუხო ნაბიჯები აღმოსავლეთიდან, ანუ რუსეთიდან.

ალიანსის სამხედრო ექსპანსიამ აღმოსავლეთით არ შეიძლება არ მიგვიყვანოს რუსეთის საპასუხო ნაბიჯებამდე, — თქვა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჩერნოგორიის ნატოში მიწვევის ფაქტის კომენტირებისას.

ნატომ 2 დეკემბერს ჩერნოგორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29–ე წევრად მიიწვია.

მოსკოვი სხვადასხვა დონეზე არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ნატოს, მისი ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთით ექსპანსიას, რარა თქმა უნდა, მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები აღმოსავლეთიდან, ანუ რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ინტერესთა პარიტეტის შესანარჩუნებლად“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პესკოვმა იქვე დაამატა, რომ უახლოეს მომავალში კრემლი არ გეგმავს ამ თემაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას.

„ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული არ არის მოსალოდნელი. ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები გვაქვს“, — თქვა მან.