საზოგადოება
კობი-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია

gudauriრთული კლიმატური პირობების გამო კობი–გუდაურის მონაკვეთზე გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. შეზღუდვა, ძირითადად, მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე ვრცელდება.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. რაც შეეხება ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტს, მათთვის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყაზბეგის რაიონისა და რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მგზავრებს გადაადგილების დროს პრობლემები არ შეექმნებათ.