პოლიტიკა
„საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ NATO-ს წევრი გახდეს“ – იან კელი

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელის განცხადებით, ის NATO-ს სახელით ვერ ისაუბრებს, რადგან ალიანსის ელჩი არ არის, თუმცა შეუძლია თქვას, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებებს.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს NATO- ღია კარის პოლიტიკას და ვთვლით, რომსაქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა NATO-სწევრობისთვის", - განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს. ასევე უნდა გაგრძელდეს NATO-სთან თანამშრომლობა, რასაც საქართველო დღემდე აკეთებს.

თუ მონტენეგროს MAP- მიანიჭებენ, ეს მხოლოდ გააძლიერებს მოსაზრებას, რომ NATO ერთგულია თავისი პოლიტიკის, რომ NATO- გაფართოების პოლიტიკა კვლავ ძალაშია, რომ NATO აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას.

საქართველო ამ გზაზე დგას, ხოლო ჩვენ ვრჩებით ერთგული 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც დადასტურდა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი", - განაცხადა იან კელიმ.