პოლიტიკა
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საარჩევნო კოდექსის ახალი ვარიანტის მიხედვით, მაჟორიტართა რაოდენობა 10-იდან 18-მდე გაიზარდა, ასევე იზრდება ბათუმის და ქუთაისის მაჟორიტართა რაოდენობა. დიდი ოლქებისგან განსხვავებით ამომრჩეველთა სიმცირის გამო მოსალოდნელია რამოდენიმე ოლქის გაერთიანება, მაგალითად არაა გამორიცხული ერთ ოლქში რამდენიმე რეგიონი გაერთიანდეს.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. კანონპროექტის ავტორები მიზნად საარჩევნო კოდექსის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავენ. კანონპროექტის მიხედვით ყველაზე მეტი საარჩევნო ოლქი თბილისში შეიქმნება და 10-ის ნაცვლად 18 გახდება. სხვა შემთხვევებში მუნიციპალიტეტები იმის მიხედვით გაიყოფა ან გაერთიანდება, თუ რამდენი ამომრჩეველია რეგიონში.