აქტუალური
საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსეთსა და თურქეთს შორის სიტუაციის დასტაბილურება

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსეთ-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეზობლებს შორის სიტუაცია დასტაბილურდეს და არ მოხდეს არანაირი ესკალაცია. თუმცა დღეის მდგომარეობით გავლენებს ვერ ვხედავთ, რომელმაც შეიძლებაუარყოფითად იმუშაოს ჩვენს ეკონომიკაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც  გააკეთა.

9-10 დეკემბერს ჩინეთში გაიმართება ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელზეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იქნება ჩინური ტვირთების საქართველოზეგატარება. ასევე ანაკლიის პორტის თემა, რომელიც ამ მიმართულებას ებმის. ამასთანერთად, უნდა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების გახსნა დადაწყება. ამაზე ჩვენ ხელს მოვაწერთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.