საზოგადოება
„სააკაშვილის დროს ამისათვის ციხეში ჩაალპობდნენ!“ – ნონა გაფრინდაშვილი

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ნონა გაფრინდაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა.

ყველაზე მთავარითავისუფლება! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ საქართველოში ის ხომ მაინც აღარ ხდება, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ფირებზეა აღბეჭდილი.

ეს იყო იმ რეჟიმის სახე და მე ვიცი იმაზე ბევრად უარესი ჩანაწერები არსებობს, რაც უკვე ვნახეთ. აი, მთავარი მონაპოვარითავისუფლად ვსუნთქავთ! დარწმუნებული ვარ, ასეთი სამარცხვინო ჩანაწერები საქართველოში არცერთი მომავალი ხელისუფლების პირობებში აღარ შეიქმნება“, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან ინტერვიუში.

რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირდაპირ აცხადებდათუ სასამართლო ჩვენთვის არასასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ბრძოლა კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდება და ქუჩაში გადაინაცვლებსო. წარმოიდგინეთ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, რა დაემართებოდა გვარამიას დარუსთავი 2“-ის მთელ ხელმძღვანელობას? ციხეში ჩაალპობდნენ. აი, რას ნიშნავს დემოკრატია და თავისუფლება. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პიკი ის იყო, რაც 2007 წელს ტელეკომპანიაიმედსდამართეს.

ვინ იყო მაშინ ნიკა გვარამია? გენერალური პროკურორის მოადგილე, რომელმაც ტელევიზიის დარბევა და ჟურნალისტების ცემა „გააპრავა“. გვარამია იყო პროკურორი, რომელიც სცენარებს წერდა და ამ სცენარების მიხედვით სრულიად უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ, თანაც სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. აი, ეს ადამიანი ითხოვს დღეს ქართველი ხალხისგან სოლიდარობას და თანაც რისთვის? იმისთვის, რომ კანონიერ მესაკუთრეს წართმეული ქონება არ დაუბრუნდეს. რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ აზრს კონკრეტულ ტელევიზიაზე, ის რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და არა თავისუფალი სიტყვის გამოხატულება. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი არ არის, თორემ რა მოელოდათ, სხვაზე უკეთ ვითონ იციან“, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.