საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ამ დრომდე საქართველოში შემოტანილი ბენზინისა და დიზელის ხარისხი მთავრობის 2004 წლის დადგენილებით რეგულირდება, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ევროპული სტანდარტისგან ის ძალიან შორს არის. ამასთან არ არსებობს დაბალი ხარისხის შემოტანის შემთხვევაში განსაზღვრული ჯარიმა ან რაიმე სანქცია.
სტატისტიკის მიხედვით ავტომობილების რაოდენობის მატება მზარდია, რაც ეკოლოგიაზე პირდაპირ აისახება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გარემოს დაცვის სამინისტროში საწვავის ხარისხზე კონტროლის დაწესებისთვის კანონპროექტი შეიმუშავეს.
ნელი კორკოტაძე: „ჩვენ, სრულიად შერჩევითი პრინციპით შეგვეძლება, რომ ავიღოთ სინჯები ბენზინგასამართი სადგურებიდან და ასევე საცავებიდან, სადაც ხდება ამ საწვავის განთავსება. შემდგომ ეს ყველაფერი გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ლაბორატორიული კვლევის შედეგად ჩვენ გვექნება უკვე შედეგები არის თუ არა გადამეტება იმ ნორმების და მოხდება შესაბამისი რეაგირების გატარება“.