სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ზაალ . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 128 საბრძოლო ვაზნა, „ნაგანის“ ტიპის უნომრო რევოლვერი მაყუჩით, „ტანფოლიოს“ და „პარაბელუმის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, 5 მჭიდი და 2 საცემელი (ნემსა) ამოიღეს.