უცხოეთი
საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯიბ ტაიპ ერდოღანის თქმით, გადადგება, თუ მოსკოვი დაამტკიცებს, რომ რუსული თვითმფრინავი თურქეთმა ISIS-სთან ნავთობით ვაჭრობის დასაცავად ჩამოაგდო.
„როგორც კი ეს ბრალდება დამტკიცდება, ჩვენი ერის ღირსების კარნახით გავაკეთებ ამას”, – უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს პარიზში, კლიმატის სამიტზე.
CNN-ის ინფორმაციით, მან აქვე დასძინა, რომ თუ ბრალდებები სიცრუეა, მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა გადადგეს.
„ვეკითხები პუტინს, დარჩება თუ არა თანამდებობაზე”, – განაცხადა ერდოღანმა.