პოლიტიკა
ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარებას ითხოვს

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კონფერენციის ფარგლებში, პარიზში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას, შარლ მიშელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარების თხოვნით მიმართა.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრა პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP21) ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზასა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.