პოლიტიკა
ღარიბაშვილი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად მოუწოდებს

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს ჩვენ დავდექით იმ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც საჭიროა ისევე გავერთიანდეთ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად, როგორც ტერორიზმისა და ბოროტების წინააღმდეგ, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21), რომელსაც პარიზი მასპინძლობს.

„სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის იმ საკითხების მნიშვნელობა, რომელზეც დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად ვიმსჯელეთ - ეს არის გლობალური დათბობა და კლიმატური პირობები. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ასეთ საკითხებს არ აქცევდნენ ყურადღებას. დღეს ასევე მქონდა საშუალება, შევხვედროდი და გავსაუბრებოდი მსოფლიო ლიდერებს. მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ასეთი დონის კონფერენციებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.